მინი ოლიმპიადა: გასართობი პროგრამა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მინი ოლიმპიადა ჩატარდა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. სპეციალურად ამ ასაკის ბავშვებისათვის შექმნილი გასართობი სპორტული თამაშების სერია, ფიფას ლიცენზიის მქონე გამოცდილი მსაჯების და ჟიურის მეთვალყურეობის ქვეშ ტარდებოდა. ოლიმპიადის ჟიური შემდეგი შემადგენლობით არის წარმოდგენილი: ჟიურის ხელმძღვანელი: ჯანო ჟვანია (რუსთავი 2-ის ადმინსიტრაციული დირექტორი), საპატიო წევრები: ნატო სულხანიშვილი (პოპულარული საბავშვო წამყვანი) დავით ქირია (სპორტული და გასართობი თამაშების მენეჯერი, ნინო რუხაძე (სპორტული და გასართობი თამაშების კოორდინატორი).