კემპ ოლიმპიადა პატრიოტი 2011 / ანაკლია
11 - 12 აგვისტოს, ანაკლიის საერთაშორისო ბანაკ ”პატრიოტში” ჩატარდა კემპ ოლიმპიადა. ოლიმპიადაში ას სამოცი მონაწილისგან დაკომპლექტებულმა ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სპორტული და გასართობი თამაშების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადა 4 ეტაპისგან შედგება და ის სპეციალურად ანაკლიის საერთაშორისო ბანაკისთვის შედგენილი ფორმატის ფარგლებში ტარდება. თამაშებში ერთმანეთს, ლატვიელი, ლიტველი, ურკაინელი, ბელორუსი, ქართველი და სხვა ეროვნების 17 დან 21 წლამდე გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ. შემდეგი თამაშები 22 - 23 აგვისტოს უკვე შემდეგი ნაკადისთვის ჩატარდება. მონაწილე გუნდების რაოდენობა ბანაკში დამსვენებელთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. სულ ბვშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში ანაკლიის საერთაშორისო ბანაკისათვის სამი კემპ ოილიმპიადა პატრიოტი 2011-ის ჩატარებაა დაგეგმილი.