თამაშის ტიპი: ენერგიული სავარჯიშო
მონაწილეები: 6-დან 60 მდე მონაწილე
თამაშის ხანგრძლივობა: 30 წუთი.
ძირითადი მიმართულებები: გუნდური სახალისო თამაში, კომუნიკაციისა და ლიდერშიპის განვითარება.
მონაწილეები: 6-დან 60 მდე მონაწილე
თამაშის ხანგრძლივობა: 30 წუთი.
ძირითადი მიმართულებები: გუნდური სახალისო თამაში, კომუნიკაციისა და ლიდერშიპის განვითარება.
საჭირო ინვენტარი და აქსესუარები: იმდენი ბოთლი ღვინო რამდენი გუნდიც დაკომპლექტდება, თითო ჭიქა და თითო ღვინის გასახსნელი თითო გუნდისთვის. თვალის სახვევები ყოველი გუნდისთვის 5-5-ცალი. (თვალის სახვევები შესაძლებელია მარტივად მუქი ფერის ნაჭრისგან დამზადდეს) საჭიროა თითო სკამი და თითო პატარა მაგიდა (ან ტაბურეტი) გუნდის ლიდერისთვის.
თამაშის აღწერა და წესები: ექვსი მონაწილესგან დაკომპლექტებულ გუნდებს მიეცემათ დავალება იპოვონ ღვინის ბოთლი, გახსნან და ჩამოასხან ღვინის ჭიქებში. თამაშის განმავლობაში ექვსიდან ხუთ მონაწილეს თვალები ახვეული უნდა ჰქონდეს.
თამაში შემდეგნაირად უნდა ჩატარდეს:
1. დაყავით მონაწილეები გუნდებად ისე რომ, თითო გუნდში მოხვდეს 6 ადამიანი და სთხოვეთ მათ აირჩიონ ლიდერი.
2. დაურიგეთ მონაწილეებს თვალის ასახვევები. თვალები უნდა აიხვიოს ლიდერების გარდა გუნდის ყველა მონაწილემ.
3. დარბაზში, ოთახში ან მოედანზე გაანაწილეთ სკამები და სთხოვეთ გუნდის ლიდერებს დაჯდნენ სკამებზე ისე რომ, დააჯდნენ საკუთარ ხელებს.
4. დადეთ ოთახის სხვადასხვა კუთხეებში ერთი ბოთლი ღვინო, ჭიქა და ღვინის გასახსნელი ყოველი გუნდისთვის. ნივთების დალაგებისას მოერიდეთ ისეთ ადგიელბს სადაც შეიძელბა ბოთლი ან ჭიქა ადვილად გატყდეს, - (ბოთლების და ჭიქების დალაგება შეიძელბა კედლების წინ ამ მაგიდის ცენტრში)
5. აუხსენით მონაწილეებს თამაშის წესები: თამაშის მიზანია თვალახვეულმა მონაწილეებმა ლიდერის კარნახით იპოვონ ღვინო, ჭიქა და გასახსნელი და მიიტანონ ლიდერთან გახსნან ღვინო ჭიქაში და ლიდერმა უნდ დალიოს ღვინო. მონაწილეებს უფლება აქვთ შეასრულონ მხოლოდ ერთი დავალება და გამოიყენონ მხოლოდ მარჯვენა (ცაციებმა მარცხენა) ხელი. ლიდერმა უნდა დალიოს ღვინო ხელების გამოყენების გარეშე. დავალებები შემდეგნაირად უნდა განხორციელდეს:
დავალება 1 - პირველმა თვალახლვეულმა მონაწილემ უნდა იპოვოს ღვინო და მიიტანოს ლიდერთან;
დავალება 2 - მეორე მონაწილემ უნდა იპოვოს ჭიქა და მიიტანოს ლიდერთან;
დავალება 3 - მესამე მონაწილე პოულობს გასხსნელს და მიაქვს ლიდერთან;
დავალება 4 - მეოთხე მონაწილე ხსნის ღვინოს
დავალება 5 - მეხუთე მონაწილე ასხამს ღვინოს ჭიქაში
დავალება 6 - ლიდერი სვამს ღვინოს ხელების გამოყენების გარეშე.
როგორც კი რომელიმე გუნდის ლიდერი პირველი დალევს ღვინოს, მსაჯი ანიჭებს ამ ლიდერის გუნდს გამარჯვებას.
ჩამოტვირთეთ თამაშის აღწერა (.pdf ფაილი)
blind_somalies_ge.pdf | |
File Size: | 210 kb |
File Type: |